This is an example of a HTML caption with a link.

2014-2020 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა

        სასწავლებელი  აცნობიერებს რა თავის მისიას ქვეყნისა და რეგიონის წინაშე, მზად არის საქართველოს პროფესიული განათლების სიტემაში დამკვიდრებული ტრადიციების გათვალისწინებით დანერგოს თანამედროვე სწავლებინოვატორული მეთოდები და  აღზარდოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები.

ზემოთ დასახული ამოცანების შესრულება მიზნად ისახავს იმ პროექტების შემუშავებას და რეალიზებას, რომლებიც უშუალოდ მოემსახურებიან სამედიცინო სასწავლებელში  სწავლების ხარისხის თვისობრივად ახალ სიმაღლეზე აყვანას.

გრძელვადიანი ამოცანები უნდა განხორციელდეს შემდეგი  მიმართულებით:

1.      სასწავლო  პროცესი;

2.      საბიბლიოთეკო საქმიანობა;

3.      სასწავლებლის  ინფრასტრუქტურა;

4.      კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა;

5.       სოციალური საკითხები, სპორტი და ხელოვნება.

სასწავლო პროცესი

 

სამედიცინო სასწავლებელი  არის სტუდენტებისათვის პროფესიული განათლების მიღებისათვის მოწოდებული საგანმანათლებლო დაწესებულება.  სასწავლებელში  მიღებული  განათლება მატერიალიზდება პროფესიული განათლების მქონე შესაბამისი საფეხურის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის გაცემით.

 

დაგეგმილი  ღონისძიებები:

 

·          ხარისხის უზრუნველყოფის   სამსახურის შემდგომი სრულყოფა, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, პროგრამების შექმნაზე, განახლებაზე და შესრულებაზე, სემესტრის განმავლობაში ლექციების, სემინარების, ლაბორატიული სამუშაოების, შუალედური და საბოლოო გამოცდების მიმდინარეობაზე პერმანენტულ კონტროლს,  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრთან მუდმივ კონტაქტს.

·         სტუდენტის ცოდნის დონის შეფასების სისტემის სრულყოფა შესაბამისი რეკომენდაციების თანახმად;

·         სასწავლებელში სტუდენტების მიღება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  წესით;

·         სასწავლებელში კომპიუტერული კლასების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს  სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების  მოდელების შექმნას;

·         დამსაქმებებლი  დაწესებულებების ჩართვა პროგრამების შემუშავებისა და მისი განხორციელების პროცესში.

·         საწარმოო პრაქტიკის განხორციელების პროცესზე დაკვირვება,  სტუდენტის მიერ პრაქტიკული უნარების, პროფესიული ჩვევების  თვალსაზრისით შეფასების ადეკვატური მეთოდების შემუშავება. 

 

საბიბლიოთეკო საქმიანობა

 

ბიბლიოთეკა სტუდენტთა და პედაგოგთა მომსახურების პრიორიტეტულ სფეროს განეკუთვნება. არსებული  საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურის და წიგნადი ფონდების განახლება.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

·         თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის გაფართოება, რაც გამოიხატება ბიბლიოთეკისათვის სახელმძღვანელოების გამდიდრებაში;

·         კომპიუტერული  კლასის მოდერნიზაცია, რაც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამებით  გათვალისწინებული ლიტერატურის მოძიებას, ასევე სალექციო კურსების  ელექტრონული ვერსიების გამოყენებას.

·         ელექტრონული სწავლების ფორმის გაღრმავებას.

 

სასწავლებლის   ინფრასტრუქტურა

 

სასწავლებლის ინფრასტრუქტურა უნდა ემსახურებოდეს სასწავლებლის    ძირითადი მიზნების მიღწევას. ინფრასტრუქტურის ძირითადი ელემენტებია: ა) სასწავლო შენობა; ბ) აუდიტორიები; გ) ლაბორატორიები;  დ) ბიბლიოთეკა.

მათი მოწესრიგება და ტექნიკურად გადაიარაღება სასწავლებლის  ძირითადი, სასწავლო ფუნქციის წარმატებით შესრულების აუცილებელი პირობაა.

 

 

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

·         სასწავლო შენობის ფასადისა და ინტერიერის განახლება;

·         სასწავლო აუდიტორიების თანამედროვე დონეზე აღჭურვდა გადაიარაღება;

 

 

კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა

 

კურსდამთავრებულებთან მჭიდრო კავშირის დამყარება უნდა იყოს სასწავლებლის  ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა. პრაქტიკულ საქმიანობაში წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დიდი წვლილი შეიტანონ  სასწავლებლის   წინსვლის საქმეში.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

კურსდამთავრებული კონტიგენტის შემდგომი აქტივობების კვლევა სწავლის გაგრძელებისა და დასაქმების მიზნით.

სოციალური საკითხები, სპორტი, ხელოვნება

 

სასწავლელის ფინანსური სტაბილურობის მიღწევის შემთხვევაში სასწავლებლის თანამშრომლებისა და სტუდენტების სოციალურ მდგომარეობაზე ზრუნვა უნდა იყოს მუდმივი ყურადღების საგანი.

 

დაგეგმილი ღონისძიებები

 

·         პედაგოგიური პერსონალის, ადმინისტრაციისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა პერიოდული წახალისება;

·         სასწავლებლის სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის შეღავათიანი პირობების უზრუნველყოფა;

·         სტუდენტთა და თანამშრომელთა ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა მიმართულებებში ჩაბმის სტიმულირება.

 

 

სამედიცინო სასწავლებლის გრძელვადიანი განვითარების წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს პროფესიული განათლების სისტემაში დამკვიდრებული ტრადიციების  მაღალ დონეზე აყვანას.

დანართი 1

N

ღონისძიების (პროექტის) დასახელება

განაწილება წლების მიხედვით

 

შესრულებაზე პასუხისმგებელი

 

შენიშვნა

2014-2015

2015-2016

2016-2017

2017-2018

2018-2019

2019-2020

I. სასწავლო პროცესი

1.1

სასწავლო პროგრამების და სილაბუსების ელექტრონული უზრუნველყოფა

X

 

 

 

X

ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახური

 

1.2

კომპიუტერების რიცხოვნობის ზრდა და კომპიუტერული კლასების მოდერნიზება

  X

 

X

დირექტორი,

 

 

1.3

საბაზრო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ახალი სპეციალობების დასანერგად სასწავლო პროგრამების მომზადება ავტორიზაციის გავლისათვის

X

 X

 

 

 

 

 

 

 

 

დირექტორი, ხარისხის მართვის უზრუნველყოფის სამსახური

 

1.4

კოლეჯის ვებ-გვერდის მუდმივი სრულყოფა-განახლება

X

X

X

X

X

 

X

კომპიუტერის ოპერატორი

 

1.5

სასწავლებლის  საქმიანობის რეკლამირება

 

X

X

X

X

X

 

დირექტორი

 

 

II. საბიბლიოთეკო საქმიანობა

 

 

2.1

ბიბლიოთეკის ინფრ-სტრუქტურის უახლესი ტექნიკით აღჭურვა-  გაფართოება

X

X

X

X

X

 

X

დირექტორი

ბიბლიოთეკარი

 

2.2

ბიბლიოთეკის შევსება ახალი ლიტერატურით

X

X

X

X

X

X

ბიბლიოთეკარი ბუღალტერია

 

 

2.3

მოწინავე საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარება

 

X

X

X

X

X

 

ბიბლიოთეკარი

 

 

2.4

ბიბლიოთეკის შევსება ახალი ლიტერატურით

X

X

X

X

X

 

 

X

 

დირექტორი;

ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახური;

ბიბლიოთეკარი

 

III. სასწავლებლის  ინფრასტრუქტურა

 

 

3.1

სასწავლო   შენობის  ფასადისა და ინტერიერის განახლება

 

 

 

X

X

 

დირექტორი,

ბუღალტერია

 

3.2

აუდიტორიების პერიოდულად გადაიარაღება და მოდერნიზება

X

X

X

X

X

X

დირექტორი, ბუღალტერია

 

3.3

ელექტრონული ტექნიკის შეძენა-განახლება

X

X

X

X

X

X

დირექტორი,

ბუღალტერია

 

3.4

სარეაბილიტაციო ოთახის მოწყობა

X

X

X

X

X

დირექტორი,

ბუღალტერია

 

IV. კურსდამთავრებულებთან ურთიერთობა

 

 

4.3

სტუდენტთა თვითმმართველობის პროექტების შემუშავება

X

X

X

X

დირექტორი,

 

 

V. სოციალური საკითხები, სპორტი, ხელოვნება

 

 

5.2

პედაგოგიური პერსონალის და ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერიოდული წახალისება

 

X

X

X

X

 

დირექტორი,

ბუღალტერია

 

5.3

სოციალურად დაუცველი წარმატებული სტუდენტებისათვის შეღავათების უზრუნველყოფა

 

X

X

X

X

 

დირექტორი

 

5.4

სპოტრული, მ.ს.კ-ის და ხელოვნების  გუნდების შექმნა და მათი მონაწილეობა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ მოწყობილ სტუდენტურ  ტურნირებში

X

X

X

X

X

X X

დირექტორი,

ჯგუფის დამრიგებლები