This is an example of a HTML caption with a link.

შინაგანაწესი

შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის“

შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი

 სასწავლებელში მოქმედებს 5 დღიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათი და კვირა დასვენების დღეებია. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასწავლო პროცესის აუცილებლობიდან გამომდინარე შესაძლოა დაიშვას 6 დღიანი სამუშაო კვირა.

1. ყოველკვირეული სამუშაო საათების რაოდენობა შეადგენს 40 საათს. სამუშაო დღე იწყება 1000  საათზე და მთავრდება 1830 საათზე.

2. შესვენების ხანგრძლივობა არ აღემატება ნახევარ საათს 1300 საათიდან 1500 საათამდე შუალედში          მოსამსახურისათვის მოსახერხებელ დროს.

4. ზამთრის  სეზონის დადგომასთან დაკავშირებით სამუაო დღის რეჟიმში შეიძლება შეტანილი იქნას ცვლილებები.

5. მოსამსახურე სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის რაოდენობით  და საჭიროების შემთხვევაში 15 დღემდე შვებულებით ანაზღაურების  გარეშე დამქირავებლის ნებართვით.

6. მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების  დღემდე მიიღოს თანამდებობრივი სარგო.

7. ხელფასის გაცემის დროა -- მომდევნო თვის 5 რიცხვამდე. ხელფასი შეიძლება გაიცეს, როგორც ბანკის მეშვეობით, ასევე ადგილზე სალაროდან.

8. მოსასახურე ვალდებულია განიხრელად ასრულებდეს შრომის დაცვისა და ხანძარსაწინა-

აღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნებს.

9. თუ მოსამსახურეს უწევს სამუშაო დღეების ან დღის ნაწილის გაცდენა, მან წერილობით უნდა მიმართოს დირექტორს (მისი არყოფნის პერიოდში განყოფილების გამგეს) სამუშაო დროის გაცდენის პერიოდისა და მიზეზის მითითებით.

10. სასწავლებელში პერიოდულად ტარდება პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელიც განიხილავს დაწესებულებისათვის აქტუალურ საკითხებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის  და შედეგების შესახებ, გეგმავს სამომავლო მოქმედებებს.

11. დასაქმებულის წახალისების ფორმებია:

§მადლობის გამოცხადება;

§ფასიანი საჩუქრის გადაცემა.

§ფულადი პრემიით დაჯილდოება.

12.   დისციპლინარული გადაცდომისათვის  შეიძლება გამოყენებული იქნას შემდეგი სახის ზომები:

·                   შენიშვნა;

·                   საყვედური;

·                   სასტიკი საყვედური, რომლებიც ერთი წლის გასვლის შემდეგ ითვლება მოხსნილად.

დისციპლინარული სასჯელი შეიძლება მოიხსნას ვადის გასვლამდე, თუ დაქირავებული კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას.

დაქირავებულს ერთი თვის ვადაში უფლება აქვს დისციპლინარული ზომის დაკისრების ფაქტი გაასაჩივროს საქალაქო სასამართლოში.

სასწავლებელი უზრუნველყოფს პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სტუდენტთა სწავლების თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს.

            სასწავლებელი უზრუნველყოფს უნარ-შეზღუდული მოქალაქეებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას: 

  • სასწავლებლის შენობასთან თავისუფალი მისვლის შესაძლებლობა;

  • შენობაში შესაბამისი მოწყობილობით (პანდუსი) კიბეებზე ასვლის შესაძლებლობას, სასწავლებლის პერსონალისა და სტუდენტთა დახმარებით;

  • სასწავლო ფართში, აუდიტორიებსა და დერეფანში მათი შეუზღუდავი გადააგილების შესაძლებლობას;

  • უნარ-შეზღუდულებისათვის სწავლება გათვალისწინებულია შენობის პირველ სართულზე, სადაც ტუალეტებში  არსებობს სპეციალურად მათთვის დამონტაჟებული უნიტაზები, მოაჯირები და ჰიგიენური საშუალებები;

  • სხვადასხვა უნარ-შეზღუდულთა დახმარება შეიძლება გამოიხატოს სასწავლო პროცესში არსებული პრობლემებით: სწავლების მეთოდიკის ცვლილებით, ინდივიდუალური მიდგომებით, დამატებითი მეცადინეობითა და კონსულტაციებით;

          სასწავლებელი  უზრუნველყოფილია პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, რისთვისაც არსებობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სასწავლებლის პროფილიდან გამომდინარე სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში მუდმივად იმყოფება დაწესებულებაში. არსებობს შესაბამისი სასწრაფო დახმარების საშუალებები. საჭიროების შემთხვევაში გამოძახებული იქნას შემდგომი დახმარებისათვის სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

       სასწავლებლის დირექტორის სამართლებრივი აქტით რეგულირდება საგანგებო სიტუაციებში მოქმედების მექანიზმი. კოლეჯის დერეფანში მოთავსებულია ხანძარსაწინააღმდეგო ცეცხლმაქრი ინვენტარი და გამოკრულია ევაკუაციის გეგმები და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები.

 

სასწავლებლის ტერიტორიაზე სტუდენტთა   ქცევის წესები

 სტუდენტები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან კოლეჯის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები კოლეჯის პერსონალთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობაში.

კოლეჯის ტერიტორიაზე  სტუდენტებს ეკრძალებათ:
ა) თამბაქოს მოწევა  შენობაში;
ბ) სასწავლო საათებში ხმაური და მეცადინეობებისათვის ხელის შეშლა;
გ) აზარტული თამაშები, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება.;
დ)
კოლეჯის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა;
ე)  ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის  იარაღით შემოსვლა.

კოლეჯის ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის  შემთხვევაში  ადმინისტრაციას უფლება აქვს მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევის მიმართ, ხოლო თუ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული გადაცდომისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის

 დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები.

1. დისციპლინური პასუხისმგებლობა წარმოადგენს იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს, რომელიც გამოიყენება სასწავლებლის სტუდენტების მიმართ მათ მიერ სასწავლებლის ტერიტორიაზე დისციპლინური გადაცდომის  შემთხვევაში.

2. სტუდენტების მიერ დისციპლინურ გადაცდომად  ჩაითვლება სასწავლებლის დებულების,  შინაგანაწესით და  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება, აგრეთვე ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა.

 დისციპლინური სასჯელები

1. დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს ქმედებას, რომელიც განსაზღვრულია წინამდებარე შინაგანაწესით და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად. სასწავლებელში  გამოიყენება  შემდეგი დისციპლინური სასჯელები.

 სტუდენტებისათვის:

ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ)
სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა.

2. გაფრთხილება  შეიძლება დაეკისროს სტუდენტს, რომელმაც ჩაიდინა სტუდენტისათვის შეუფერებელი არაეთიკური საქციელი, ხოლო  გაფრთხილება მატერიალური კომპენსაციით შეიძლება დაეკისროს სტუდენტს, რომელმაც დააზიანა სასწავლებლის ქონება, რამაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი კოლეჯს.

3.  საყვედური შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელმაც:
ა) დაარღვია შინაგანაწესით გათვალისწინებული შეზღუდვები;
ბ) ხელი შეუშალა ან ჩაშალა მეცადინეობა;
გ) შემჩნეულ იქნა
სასწავლებლის ტერიტორიაზე შემოსვლისა და ქცევის წესების სისტემატურ დარღვევაში;
დ) შემჩნეული იქნა
სასწავლებლის ტერიტორიაზე პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის ლიტერატურის, სააგიტაციო ფურცლებისა და პროკლამაციების გავრცელებაში;
) ჩამოხია ან გააფუჭა  განცხადებები;
) განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია სტუდენტებს და სასწავლებლის მასწავლებლებს ან თანამშრომლებს, რის გამოც ჩაიშლა  მეცადინეობა;
) გაფრთხილების გამოცხადებიდან ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომები;

4. საყვედური მატერიალური კომპენსაციით  შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელიც:
ა) დააზიანებს
სასწავლებლის ქონება;

5. სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელიც:
ა) შემოიტანს
სასწავლებლის ტერიტორიაზე ალკოჰოლურ სასმელს,  ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს;
ბ) შემოვა
სასწავლებლის ტერიტორიაზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოკსიკური ან ფსიქოტროპული საშუალებებით თრობის მდგომარეობაში;

გ) უნებართვოდ აიღებს სასწავლებლისათვის საჭირო დოკუმენტაციას ან წინასწარი განზრახვით გაანადგურებს მათ;
დ)
სასწავლებლის ტერიტორიაზე მოახდენს  იარაღიდან გასროლას;
ე) შევა გამოცდაზე სხვა სტუდენტის მაგივრად ან ეცდება თავის მაგივრად გამოცდა ჩააბარებინოს სხვა სტუდენტს;
ვ) ჩაშლის გამოცდას;
ზ) განზრახ მიაწოდებს ცრუ ინფორმაციას სტუდენტებს და პროფეს
იულ-მასწავლებლებს ან თანამშრომლებს, რის გამოც ჩაიშლება გამოცდა;
თ) კოლეჯის ტერიტორიაზე შემჩნეული იქნება ამორალურ ქმედებებში;

6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ექვემდებარება სტუდენტი, რომელიც ჩაიდენს პირადი ან სასწავლებლის ქონების ქურდობას, შემჩნეულ იქნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში ან სასწავლებლის ტერიტორიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაულს.

4. დისციპლინური სასჯელის გასაჩივრების წესი.

1. შეფარდებულ სასჯელის თაობაზე აპელაცია   ერთი კვირის ვადაში შეიძლება შეტანილ იქნეს დირექტორის სახელზე.

     სასწავლებლის ადმინისტრაციის  გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2. სტუდენტის აპელაცია სტატუსის შეწყვეტის შესახებ განიხილება სასწავლებლის ადმინისტრაციის მიერ და მისი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
3. პედაგოგიური საბჭოს  მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

4.  დისციპლინური სასჯელის ვადამდე მოხსნა.

1. სწავლისა და შრომითი საქმიანობის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის სტუდენტსა და სასწავლებლის თანამშრომელს წახალისების სახით შეიძლება ვადამდე მოეხსნას ადრე დადებული დისციპლინური სასჯელი.

 2.  სასჯელის ვადამდე მოხსნის გადაწყვეტილებას იღებს დირექტორ.

თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების ზოგადი წესი.

1.სასწავლებლის პროფესიული მასწავლებელი, ადმინისტრაციული პერსონალი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სათანადო  კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება.

2. სასწავლებლსა და დასაქმებულს/პროფესიულ სტუდენტს შორის ხელშეკრულება იდება სახელმწიფო ენაზე.

3. სასწავლებლსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს შორის ხელშეკრულება იდება მხარეთათვის გასაგებ ენაზე.

4. შესასრულებელ სამუშაოსთან პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მხარეთა შეთანხმებით, დასაქმებულთან შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ დაიდოს შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით არაუმეტეს 6 თვისა. შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით იდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.

5. გამოსაცდელი ვადით მუშაობა ანაზღაურებადია. ამანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

6. დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს  დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება.

7. გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში დასაქმებულის შრომა ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად.

8. სასწავლებლის ადმინისტრაციას შეუძლია მოიპოვოს ის  ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რომელიც ესაჭიროება კანდიდატის სამსახურში მიღების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ასეთი მონაცემები არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის კანდიდატის თანხმობის გარეშე.

9. დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა ფორმდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

10. მოთხოვნილი დოკუმენტების წარუდგენლობა განსაზღვრულ ვადების განმავლობაში, შეიძლება გახდეს პირის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის საფუძველი.

ადმინისტრაციული პერსონალის მიღების წესი და წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

1. ადმინიტრაციული  პერსონალის სამსახურში მიღება ხდება საქართველოს შრომის კოდექსისა და წინამდებარე შრომის შინაგანაწესისა და სასწავლებელში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება ხორციელდება სასწავლებლის დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე. დირექტორის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კანდიდატთან იდება ხელშეკრულება ან გამოსაცდელი ვადით ან  ფორმდება ბრძანება კანდიდატის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ  და  იდება შრომითი ხელშეკურულება.

3. სამსახურში მისაღებად ადმინიტრაციული  პერსონალი ვალდებულია წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

) ავტობიოგრაფიაან CV;      

) განათლებისანშესაბამისიკვალიფიკაციისდამადასტურებელიდოკუმენტი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

დ) ერთი ფოტოსურათი 3/4.

 დასვენების დღეები.

1. დასაქმებულს უფლება აქვს დაისვენოს დასვენების დღეებში. სასწავლებელში დასვენების დღეებია შაბათი და კვირა.

2. დასაქმებულს, ასევე, უფლება აქვს დაისვენოს საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში.

3. დამსაქმებელს უფლება აქვს, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ერთჯერადად დაადგინოს საქართველოს შრომის სკოდექსისაგან განსხვავებული უქმე დღე, რომელიც ფორმდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

 

 დასვენებისა და უქმე დღეებში მუშაობის შემთხვევები. არასამუშაო დროს სამუშაო ადგილზე ყოფნის პირობები.

1. დასვენებისა და უქმე დღეებში, აგრეთვე სამუშაო დროის შემდგომ სამუშაო ადგილზე მუშაობა შესაძლებელია:

ა) სასწავლებლის დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებში და დადგენილი თავისებურებების შესაბამისად, სათანადო კომპენსაციით ფულადი ან/და სამაგიერო დასვენების დღის სახით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, სასწავლებლის დირექტორის სიტყვიერი თანხმობის საფუძველზე.

2. არასამუშაო დროს საკუთარი ინიციატივით, დირექტორის დავალების გარეშესამუშაოს შესრულებისას დასაქმებულს კომპენსაცია ან სხვაგვარი ანაზღაურება არ მიეცემა. ამასთან აღნიშნული გარემოება არ აბრკოლებს ამ დასაქმებულის მიმართ წახალისების ზომების გამოყენებას.

3. საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი პირობები განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

 სამსახურებრივ უფლებამოსილებათა განხორციელება არასამუშაო დროს.

1. დასაქმებული, რომელიც ამ შინაგანაწესით დადგენილი პირობების დაცვით არასამუშაო დროს იმყოფება სამუშაო ადგილზე (დასვენების, ან უქმე დღეებში, სამუშაო დროის შემდეგ) და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ უფლება-მოვალეობებს, ვალდებულია:

ა) დაიცვას შრომის უსაფრთხოება;

ბ) გაუფრთხილდეს აკადემიის ქონებას.

 სამსახურეობრივი შეთავსება.

1. დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს.

2. შრომითი ხელშეკრულება შეთავსებით სამუშაოზე შეიძლება დაიდოს პირთან, რომელსაც ძირითადი სამუშაოდან თავისუფალ დროს შეუძლია სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება.

3. დასაქმებულის უფლება, შეასრულოს სხვა სამუშაო, შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულებით შეიზღუდოს, თუ ასეთი სამუშაოს შესრულებამ შეიძლება ხელი შეუშალოს მის ძირითად სამუშაოსთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულებას.

შრომითი ურთიერთობის შეჩერება.

1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რომელიც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. შრომითი ურთიერთობის შეჩერებისს აფუძვლებია:

ა) გაფიცვა;

ბ) ლოკაუტი;

გ) აქტიურიან/დაპასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;

დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო,  პროკურატურის ან სასამართლო ორგანოებში გამოცხადება;

ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა;

ვ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

ზ) შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;

თ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, რომლის დროსაც შეუძლებელი ხდება მის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულება, მაგრამ არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა წელიწადში;

ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულდღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;

კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს;

ლ) ანაზღაურების გარეშე შვებულება;

მ) ანაზღაურებადი შვებულება.

3. დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეჩერების მოთხოვნის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად ჩაითვლება მოთხოვნის წარდგენიდან შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.

4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში დასაქმებულს არ მიეცემა შრომის ანაზღაურება, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.

1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;

ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;

დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;

ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;

ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;

ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;

თ) დასაქმებულის მიერ მისთვის შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;

ი) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუ კი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს ყველა სახის გათვალისწინებული შვებულება;

კ) სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას გამორიცხავს;

ლ) სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესახებ;

მ) დამსაქმებელი ფიზიკური პირის ან დასაქმებულის გარდაცვალება;

ნ) დამსაქმებელი იურიდიული პირის ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;

ო) სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

2.  შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის შინაგანაწესი შრომითი ხელშეკრულების ნაწილია.

3. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა:

ა) დასაქმებული ქალის მიერ თავისი ორსულობის შესახებ დამსაქმებლისთვის შეტყობინებიდან განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში, გარდა გათვალისწინებული საფუძვლებისა

ბ) დასაქმებულის სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევის გამო ან/და დასაქმებულის მიერ სამხედრო სავალდებულო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში;

 ) სასამართლოში ნაფიც მსაჯულად ყოფნის პერიოდში;

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი.

1. დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში დამსაქმებლის მიერ რიმე საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებელი უფლებამოსილია არა ნაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

3.  შრომითი ხელშეკრულების დასაქმებულის ინიციატივით შეწყვეტისას დასაქმებული ვალდებულია არა ნაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

4. დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე.

5. დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი.

6. დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

7. თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

8. სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.

დავა

1. დავა არის შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი უთანხმოება, რომლის გადაწყვეტაც შედის შრომითი ხელშეკრულების მხარეთა კანონიერ ინტერესებში.

2. დავა წარმოიშობა მხარის მიერ მეორე მხარისათვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით უთანხმოების შესახებ.

3. შრომითი ურთიერთობის დროს დავის წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა;

ბ)  შრომითი ხელშეკრულების ან შრომის პირობების დარღვევა;

გ) დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის  შრომითი ხელშეკრულების არსებით

პირობებთან  დაკავშირებული უთანხმოება.

4. დავის განხილვა არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეჩერებას.

5. შრომითი ურთიერთობის დროს წარმოშობილი დავა უნდა  გადაწყდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შემათანხმებელი პროცედურებით,

 ან/და სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვით.

ინდივიდუალური დავის განხილვა და გადაწყვეტა

1. ინდივიდუალური დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის შემათანხმებელი პროცედურებით, რაც გულისხმობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.

2. მხარე მეორე მხარეს უგზავნის შემათანხმებელი პროცედურების დაწყების შესახებ წერილობით შეტყობინებას, რომელშიც ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული დავის წარმოშობის საფუძველი და მხარის მოთხოვნები.

3. მეორე მხარე ვალდებულია მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინება განიხილოს და თავისი გადაწყვეტილება წერილობით აცნობოს მხარეს შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.

4. წარმომადგენლები ან მხარეები იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც არსებული შრომითი ხელშეკრულების ნაწილი ხდება.

5. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, მხარეს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს.

6. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი მას ეკისრება.

7. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე.

8. დაუშვებელია დავის განხილვის პროცესში მხარის მიერ მოთხოვნის გაზრდა ან დავის საგნის შეცვლა.

შრომის ანაზღაურება.

1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით, სასწავლებლის დირექტორის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით ან/და საშტატო განრიგით.

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

3. შრომის ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საბანკო გადარიცხვის გზით.

4. სასწავლებელი არ არის პასუხისმგებელი საბანკო სისტემებში წარმოქმნილი მიზეზებით შრომის ანაზღაურების გაცემის შეფერხებებზე და ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე.

5.დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

6.შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს.

 საბოლოო ანგარიშსწორება შრომითი ურთერთობის შეწყვეტისას.

 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შინაგანაწესის დამტკიცებისა და გაცნობის წესი.

1.  სასწავლებლის შინაგანაწესს ბრძანებით ამტკიცებს სასწავლებლის დირექტორი.
2. შინაგანაწესში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ცვლილებების პროექტი წარედგინება სასწვლებელში დასაქმებულებს მისი გაცნობის, მასში შენიშვნებისა და წინადადებების შეტანის  მიზნით.

3. სასწავლებელში დასაქმებულთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და შენიშვნები არ არის სავალდებულო დირექტორისათვის და ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.

4. სასწავლებლის კანცელარიის უფროსი ვალდებულია სამუშაოზე მიღებისას დასაქმებულს გააცნოს სასწავლებლის დებულება, შრომის შინაგანაწესი და იმ სამუშაოს აღწერილობა რაზედაც ხდება მისი დასაქმება.

შინაგანაწესის ძალაში შესვლა.

შინაგანაწესი ძალაში შედის სასწავლებლის დირექტორის მიერ ბრძანებით დამტკიცებისთანავე.