This is an example of a HTML caption with a link.

პროფესიული მასწავლებლების შერჩევის წესი

I. მიზნები

1.1. დაწესებულებაში პროფესიული მასწავლებლის თანამდებობაზე მიღება მიზნად ისახავს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების, სათანადო ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე პირების შერჩევას.
 

II . პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებელი ვაკანსიის გამოცხადებისა და ჩატარების ვადები.


2.1 საინფორმაციო საშუალებებით ქვეყნდება პროფესიული მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებელი ვაკანსიის დასახელება და პირობები:
2.2 პროფესიული მასწავლებელი შეიძლება მიღებულ პირადი განცხადების საფუძველზე;
2.3.გამოქვეყნების დღიდან იწყება საბუთების მიღება;
2.4. საბუთების მიღება მიმდინარეობს არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირის განმავლობაში ;
2.5.საბუთების მიღების დასრულებიდან 1 თვის ვადაში იხილება კანდიდატურები და პედაგოგიური საბჭოს მიერ საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად შერჩეულ მასწავლებლებთან ფორმდება კონტრაქტები.

III. მასწავლებელთა პერსონალი და არჩევის პირობები

3.1. სასწავლებლის პედაგოგიური პერსონალი შედგება პროფესიული მასწავლებლებისაგან;
3.2. მასწავლებლად შეიძლება დაინიშნოს საშუალო პროფესიული ან პროფესიული განათლების შესაბამისი საფეხურის ან უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია ან აქვს პედაგოგიური ან შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წელი, თუ რაიმე დამატებით მოთხოვნებს არ აწესებს პროფესიული სტანდარტი.

3.3. მასწავლებლად მიღებისას უპირატესობა ენიჭება: ა) პრაქტიკული მუშაობის გამოცდილებას; ბ) პედაგოგიურ სტაჟს;
3.4. დამატებითი პირობები და საშემსრულებლო სპეციალობებისათვის განსხვავებული პირობები შეიძლება განისაზღვროს პედაგოგიური საბჭოს მიერ.

IV. პროფესიული მასწავლებლის თანამდებობების დაკავების წესები

4.4. განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მასწავლებლის თანამდებობის ზუსტი დასახელება;
ბ) კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები;
გ) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;
დ) მისამართი.
4.5. მასწავლებლის თანამდებობის დაკავების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია-cv;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პრაქტიკულად მუშაობის, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული ან დებულების მოთხოვნით სხვა დოკუმენტები.

V. შერჩევის ეტაპები და მისი შედეგები

5.1. მასწავლებლის მიღება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) საბუთების შემოწმება;
საბუთების შემოწმებით დგინდება წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სრულყოფილია თუ არა და შეესაბამება საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
ბ) გასაუბრება.

VI. პროფესიული მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება

6.1. პედაგოგიური საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატს მასწავლებლის თანამდებობაზე ნიშნავს სასწავლებლის დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.2. მასწავლებლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ დოკუმენტაციაში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი;
ბ) თანამდებობა, რომელზეც ინიშნება პირი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) მითითებით;
გ) სამსახურის ვადა (თუ პირი სამსახურში ინიშნება განსაზღვრული ვადით);
დ) გამოსაცდელი ვადა (თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება);
ე) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი.