This is an example of a HTML caption with a link.

კატალოგი 

       ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი დაარსდა 1928 წელს ქუთაისის “საფერშლო-სამეანო“  სკოლის სახელწოდებით, იგი დაარსებულია საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის კომისარიატის მიერ. 2001 წლის 12 მარტს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს ბრძანება №47-ით მის ბაზაზე დაარსდა  შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი“  სახელმწიფო 100%-იანი წილით.

           2012 წლის აპრილში სასწავლებელი გადავიდა კერძო საკუთრებაში, მას პროფილი არ შეუცვლია და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობისა და დებულების საფუძველზე.

          შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის“მისამართია ქუთაისი, კიევის ქ. №10. დაწესებულების დირექტორია - კიტა ჭაჭიაშვილი.

           2014-2015 სასწავლო წლიდან  სასწავლებელი აწარმოებს პრაქტიკოსი ექთნის და ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

 

დაწესებულების მისია 

სასწავლელის  მისიაა - მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე.

სასწავლებელი  მიაწოდებს - თავის სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს

უზრუნველყოფს - სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

მისიის შესრულების პოლიტიკა:

---დაწესებულების დინამიური თვითგანვითარების გზით კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება შიდა და გარე შრომის ბაზარზე.

--- სწავლების მოდერნიზებული მეთოდების გამოყენება.

 --- სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება.

 --- განათლების ხელმისაწვდომობა და საჯაროობის უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს

 შექმნა.

- --ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტისათვის სწავლის პირობების შესაქმნელად.

--- პედაგოგიური პერსონალისათვის სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა მათი პროფესიული ზრდისათვის.

 ---სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის განვითარება, სტუდენტთა დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის.

 --- ხარისხის განვითარების მექანიზმების მუდმივი განვითარება

 ---პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორი დამოკიდებულება განურჩევლად წარმოშბისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა.
---ერთიანი პროფესიულ- საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
 ---დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად.

 

დაწესებულების მიზანია: სასწავლო პროგრამების განხორციელება სტანდარტების  შესაბამისად, რომელიც პროფესიულ სტუდენტს გამოუმუშავებს დამოუკიდებელ და კრიტიკულ აზროვნებას, გააცნობს მედიცინის თანამედროვე მიღწევებს და მისი პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებით ჩამოაყალიბებს კონკურენტუნარიან სპეციალისტად.

დაწესებულების ამოცანაა: სტუდენტის , როგორც პიროვნების ჩამოყალიბება, მისი პოტენციალის განვითარება.

სტრატეგიულ პარტნიორებთან, სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებთან თანამშრომლობა.

საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის შესაბამისად  სასწავლებელში მომზადდა პროფესიული სტანდარტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები და სილაბუსები.  

პროფესიული სტანდარტის შესაბამისად პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის

მოცულობაა 150 კრედიტი -3750 სთ

თეორია- 90 კრედიტი- 2250 სთ    60 %

საწარმოო პრაქტიკა - 60 კრედიტი- 1500 სთ     40 %

                                                                პროგრამის ხანგრძლივობაა  2 წელი და 6 თვე.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა  უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ექთნის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. საექთნო  საქმის ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.

            ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური  და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ  გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.

პაციენტის უფლების დაცვას, მისი ოჯახის წევრების ან მომვლელის ინფორმირებას. სამედიცინო გუნდთან ეფექტურ და კოორდინირებულ მუშაობას და დაქვემდებარებული ადამიანური რესურსის ეფექტურ მართვას. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, შენახვას, გადაცემას და გავრცელებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების და იმუნიზაციის წარმოებას.

პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.

            შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვის ასევე შძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.

            საექთნო საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.

პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, ჰოსპისები, არასამთავრობო

ორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.

            ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად პროგრამის

                                 მოცულობაა 120 კრედიტი- 3000 სთ

                                 თეორია 72 კრედიტი- 1800 სთ  60 %

                                 საწარმოო პრაქტიკა - 48 კრედიტი -  1200 სთ     40 %

                                 პროგრამის ხანგრძლივობაა  2 წელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც სათანადო ცოდნითა და კომპეტენციით შეესაბამება ფარმაცევტული საქმიანობის სწრაფ განვითარებას. პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს სფეროსათვის აუცილებელი განათლება, რათა ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიულმა კადრმა სათანადო ადგილი დაიკავოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ფარმაცევტულ საქმიანობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული ფლობს ფარმაცევტულ წარმოებაში და ანალიზურ ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესებს. იცის ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების,  მალამოების საჭიროებისამებრ მომზადების ზოგადი საფუძვლები. იცნობს წამლის ხარისხის კონტ         როლის ზოგად თეორიულ საფუძვლებს. შეძლებს საწყობში შემოსული ნედლეულის და მასალის მიღება-აღრიცხვას, ასევე ფარმაცევტული პროდუქციის და ნივთიერებების მიღება-განთავსება. შენახვის პირობების უზრუნველყოფას, სერიულ აღრიცხვას და ვარგისიანობის ვადის  კონტროლს. მიღებული ცოდნის გამოყენებით  ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით შეძლებს ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების, მალამოების დამზადებას აფთიაქში ექიმის რეცეპტის შესაბამისად, ასევე  მინერალური, ცხოველური და მცენარეული ნედლეულის დამზადებას. შრობას, პირველად დამუშავებას, სხვადასხვა გამხსნელის მომზადებას, ტექნოლოგიურ ოპერაციებში მონაწილეობას.მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარაცევტული პროდუქციის რეალიზებას. ლაბორატორიის მომზადე       ბას ფარმაცევტული ანალიზისთვის. ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით შესაბამისი ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით რეაქტივების ინდიკატორების, ტიტრიანი და ბუფერული ხსნარების მომზადებას. შეუძლია ფარმაცევტული ნედლეულის შენახვის პირობების დარღვევის შესახებ დასაბუთებული დასკვნის გაკეთება და აღმოფხვრისათვის შესაბამისი   ღონისძიებების გატარება. ასევე  ვარგისიანობის ვადის კონტროლი და დროული რეალიზაციის ან ამოღების აუცილებლობის შესახებ დასკვნის გაკეთება.

ფარმაცევტული საქმიანობის უზრუნველსაყოფად უნარი შესწევს ეფექტურად გამოიყენოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ ეტაპზე შეუძლია საკუთარი მიმართულების განსაზღვრა.

პასუხისმგებლობით შესრულებული პროფესიული საქმიანობით დაიცავს პროფესიულ და ეთიკის ნორმებს.

               ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია აფთიაქები, სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიები.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტებით ჩათვლისა და შეფასების წესი

 

         ზოგადი დებულებები:

      ერთი კრედიტი ასახავს სტუდენტის სასწავლო საქმიანობას 25 ასტრონომიული საათის განმავლობაში;

      სტუდენტის სასწავლო საქმიანობა მოიცავს:

ა)  ლექციაზე დასწრებას/სამუშაო ჯგუფში მუშაობას;

 ბ)  პრაქტიკულ მეცადინეობას;

გ) დამოუკიდებელ მეცადინეობას;

დ) სასწავლო პრაქტიკას;

ე) საწარმოო პრაქტიკას.

სწავლების მეთოდები სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე გაწერილია სილაბუსებში.

1.   სასწავლო დისციპლინისათვის გამოყოფილი კრედიტების ჩათვლა

1.1.         კრედიტის ჩათვლა შესაძლებელია სტუდენტის მიერ მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ;

1.2.         კრედიტის ჩათვლა შესაძლებელია სტუდენტის მიერ სხვა ავტორიზებული პროფესიული ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ათვისებული კრედიტების დადგენილი წესით, დაწესებულების მიერ აღიარების გზით;

 

2.  საკონტაქტო საათებზე სავალდებულო დასწრება

2.1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ საკონტაქტო საათებზე  დასწრება სავალდებულოა.

2.2. სტუდენტის მიერ, საგანმანათლებლო პროგრამის ცალკეული კომპონენტისათვის (სასწავლო კურსი, სასწავლო ან საწარმოო პრაქტიკა და სხვა) გათვალისწინებული საკონტაქტო საათების 50%-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში (მ.შ. საპატიო და არასაპატიო) მას უწყდება რეგისტრაცია ამ კომპონენტზე და ის უნდა გაიაროს თავიდან.

2.3  პრაქტიკა მოიცავს მხოლოდ საკონტაქტო საათებს.

             3.   პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასების  ზოგადი  წესი

1. კრედიტის მიღება შესაძლებელია მხოლოდ სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რაც გამოიხატება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასებით. 

2. შეფასების სისტემა უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;

ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;

ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51–60%;

 

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ პროფესიულ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ პროფესიული სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და პროფესიულ სტუდენტს საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

 

     სასწავლო კურსის/მოდულის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

 

3. დაუშვებელია პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების ერთჯერადად – მხოლოდ დასკვნითი გამოცდის საფუძველზე შეფასება. პროფესიული სტუდენტის ცოდნა და უნარები ფასდება როგორც სწავლის პროცესში ასევე სასწავლო კურსის/პრაქტიკის დასრულებისას, რაც საშუალებას აძლევს თავისი ცოდნის  დემონსტრირება მოახდინოს სასწავლო პროცესის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით და გზით. შეფასება უნდა ითვალისწინებდეს:

ა) შუალედურ შეფასებას;

) დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

4. შუალედური შეფასება თავის მხრივ მოიცავს: მიმდინარე შეფასების კომპონენტებსა (დასწრება/აქტიურობა,ზეპირი გამოკითხვა, ჯგუფში მუშობა, სემინარი, პრეზენტაცია და სხვ.) და შუალედურ შეფასებას ან/და შუალედურ შეფასებებს (გამოცდას), რათა უზრუნველყოფილი იქნას პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების სრულად შეფასება.

5. შეფასების კომპონენტების ხვედრით წილსა და შინაარსს, სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კურსის ხელმძღვანელი სილაბუსში.

6. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შემოწმება ხდება სხვადასხვა ფორმატით: ტესტი, შესრულებული სამუშაოს პრეზენტაცია  და სხვ. ან შესაძლოა იყოს კომბინირებული და მოიცავდეს შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტს, რომელთა ხვედრით წილსა და შინაარსს, სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავს კურსის ხელმძღვანელი სილაბუსში.

7. პროფესიულ სტუდენტს, სასწავლო კურსში კრედიტი მიენიჭება, თუ შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის ქულათა დაჯამებით უგროვდება მინიმუმ 51 ქულა.

8. პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს, გავიდეს დამატებით გამოცდაზე დასკვნით გამოცდაზე უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში, არანაკლებ 10 დღეში.

 

  5.   კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა

 

1.       პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების პირობაა საგანმანათლებლო პროგრამის თეორიის კომპონენტის მოთხოვნების სრულად შესრულება და პრაქტიკის კომპონენტის დასკვნით გამოცდაზე წინამდებარე წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღება.

 

2.       საწარმოო პრაქტიკის დასკვნითი გამოცდა წარმოებს კომისიასთან, რომლის შემადგენლობაში სხვა წევრებთან ერთად შედიან  პრაქტიკის ხელმძღვანელები როგორც კოლეჯის, ასევე საწარმოს  მხრიდან. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კოლეჯის დირექტორის ბრძანებით.

 

3.      პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების სრულად შესრულების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი  პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

             სასწავლებელი აღჭურვილია სასწავლო პროცესის შესაბამისი ინვენტარით: სასწავლო მაგიდებით, სკამებით, დაფებით, კაბინეტებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებებით, ინტერნეტის ქსელით, ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარით, უნარშეზღუდული მოქალაქეებისათვის სპეციალური მოწყობილობებით. აგრეთვე  სხვადსხვა სასწავლო თვალსაჩინოებებითა და მულიაჟებით.

სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის  გამოყოფილი შესაბამისი რესურსი, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, კომპიუტერული კლასი ხელმისაწვდომია სამუშაო დღის განმავლობაში  სასწავლებლის ნებისმიერი  დაინტერესებული პირისათვის.

            სასწავლებელს  გააჩნია სასწავლო პროცესის წარმართვისათვის აუცილებელი გარემო

 აქვს უწყვეტი ელექტროენერგია, წყალმომარაგება, სველი წერტილები, ყველა საკლასო ოთა ხში არის ბუნებრივი განათება, გათბობა წარმოებს ელექტრო ღუმელებით.

დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას. ბიბლიოთეკა მუშაობს ბიბლიოთეკის დებულების შესაბამისად. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი გამოკრულია სამკითხველო დარბაზში თვალსაჩინო ადგილზე.

პრაქტიკის ჩატარების მიზნით სასწავლებელს  გაფორმებული აქვს მემორანდუმები:

  • შპს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სარეაბილიტაციო რეგიონალური  კლინიკური ცენტრი--ქუთაისი,  ჩხობაძის № 16

  • ქუთაისის №1 საავადმყოფოს წმინდა დავით აღმაშენებლის ქსენონი. ქუთაისი, აღმაშენებლის გამზირი  №21

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი -  ქუთაისი, ჩხობაძის № 16

  • შპს ქუთაისის №5 მოზრდილთა პოლიკლინიკა -    ქუთაისი, ჩხობაძის №16

  • შპს  გ. გ. სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი - ქუთაისი, მუსხელიშვილის ქ. №1 ა.

  • შპს №1 პირველადი ჯანმრთელობის ცენტრი -    ქუთაისი,   ტ. ტაბიძის ქ. №23

  • №3 სამშობიარო სახლი  ჯავახიშვილის ქ.  №11

  • შპს  “წამლის ხარისხის კონტროლის ცენტრი“ . ქუთაისი ჭავჭავაძის №31

  • . ქუთაისის №4 აფთიაქთან, რომელსაც გააჩნია გამართული საასისტენტო ლაბორატორია-მისამართი ქუთაისი.  პუშკინის №14.