This is an example of a HTML caption with a link.

ფარმაცევტის თანაშემწის  მე-5 საფეხურის პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა

  

ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად პროგრამის

                          მოცულობაა 120 კრედიტი- 3000 სთ

                          თეორია 72 კრედიტი- 1800 სთ  60 %

                          საწარმოო პრაქტიკა - 48 კრედიტი -  1200 სთ     40 %

                          პროგრამის ხანგრძლივობაა  2 წელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი)

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ისეთი სპეციალისტის მომზადება, რომელიც სათანადო ცოდნითა და კომპეტენციით შეესაბამება ფარმაცევტული საქმიანობის სწრაფ განვითარებას. პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს სფეროსათვის აუცილებელი განათლება, რათა ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიულმა კადრმა სათანადო ადგილი დაიკავოს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად ფარმაცევტულ საქმიანობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული ფლობს ფარმაცევტულ წარმოებაში და ანალიზურ ლაბორატორიაში უსაფრთხოდ მუშაობის წესებს. იცის ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების,  მალამოების საჭიროებისამებრ მომზადების ზოგადი საფუძვლები. იცნობს წამლის ხარისხის კონტროლის ზოგად თეორიულ საფუძვლებს. შეძლებს საწყობში შემოსული ნედლეულის და მასალის მიღება-აღრიცხვას, ასევე ფარმაცევტული პროდუქციის და ნივთიერებების მიღება-განთავსება. შენახვის პირობების უზრუნველყოფას, სერიულ აღრიცხვას და ვარგისიანობის ვადის  კონტროლს. მიღებული ცოდნის გამოყენებით  ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით შეძლებს ფარმაცევტული ხსნარების, ფხვნილების, გამონაცემების, მონახარშების, მალამოების დამზადებას აფთიაქში ექიმის რეცეპტის შესაბამისად, ასევე  მინერალური, ცხოველური და მცენარეული ნედლეულის დამზადებას. შრობას, პირველად დამუშავებას, სხვადასხვა გამხსნელის მომზადებას, ტექნოლოგიურ ოპერაციებში მონაწილეობას.მესამე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარაცევტული პროდუქციის რეალიზებას. ლაბორატორიის მომზადე       ბას ფარმაცევტული ანალიზისთვის. ფარმაციის ბაკალავრის ან მაგისტრის მეთვალყურეობით შესაბამისი ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტის მიხედვით რეაქტივების ინდიკატორების, ტიტრიანი და ბუფერული ხსნარების მომზადებას. შეუძლია ფარმაცევტული ნედლეულის შენახვის პირობების დარღვევის შესახებ დასაბუთებული დასკვნის გაკეთება და აღმოფხვრისათვის შესაბამისი   ღონისძიებების გატარება. ასევე  ვარგისიანობის ვადის კონტროლი და დროული რეალიზაციის ან ამოღების აუცილებლობის შესახებ დასკვნის გაკეთება.

ფარმაცევტული საქმიანობის უზრუნველსაყოფად უნარი შესწევს ეფექტურად გამოიყენოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ ეტაპზე შეუძლია საკუთარი მიმართულების განსაზღვრა.

პასუხისმგებლობით შესრულებული პროფესიული საქმიანობით დაიცავს პროფესიულ და ეთიკის ნორმებს.

                ფარმაცევტის თანაშემწის დასაქმების ადგილებია აფთიაქები, სამკურნალო პროფილაქტიკური დაწესებულებები, ფარმაცევტული ბაზები, ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოები, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები, სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიები.