This is an example of a HTML caption with a link.

დებულება
 

I  ზოგადი დებულებები

 

შპსქუთაისის სამედიცინო სასწავლებელი არის კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომში დაწესებულება), რომელიც აწარმოებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სპეციალისტთა მომზადებას. დაწესებულება ხელმძღვანელობსპროფესიული განათლების შესახებ“, “მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპსაწარმოთა მართვის სააგენტოს ნორმატიული აქტებით და შპსქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის წესდებით.

 

II. დაწესებულების მისია

 

სასწავლელის  მისიაა - მოამზადოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან შრომის ბაზარზე.

სასწავლებელი  მიაწოდებს - თავის სტუდენტებს საქართველოს პროფესიული განათლების მიზნებისა და პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროფესიულ პროგრამებს

უზრუნველყოფს - სტუდენტებისთვის სათანადო სასწავლო გარემოს შექმნას და მისცემს მათ საკუთარი ცოდნისა და უნარების სრულად რეალიზების საშუალებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

 

მისიის შესრულების პოლიტიკა:

--- დაწესებულების დინამიური თვითგანვითარების გზით კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომელიც ორიენტირებული იქნება შიდა და გარე შრომის ბაზარზე.

--- სწავლების მოდერნიზებული მეთოდების გამოყენება.

--- სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება.

--- განათლების ხელმისაწვდომობა და საჯაროობის უზრუნველყოფა, სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

--- ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პროფესიული სტუდენტისათვის სწავლის პირობების შესაქმნელად.

--- პედაგოგიური პერსონალისათვის სათანადო პირობების შექმნა და ხელშეწყობა მათი პროფესიული ზრდისათვის.

---- სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის განვითარება, სტუდენტთა დასაქმებისა და თვითდასაქმებისათვის.

---- ხარისხის განვითარების მექანიზმების მუდმივი განვითარება

--- პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორი დამოკიდებულება განურჩევლად წარმოშბისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა.

--- ერთიანი პროფესიულ- საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
---
დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად.

 

III.         დაწესებულების სტრუქტურა

 

მუხლი პირველი:

პარტნიორთა კრება;

დირექტორი;

პედაგოგიური საბჭო;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

სასწავლო განყოფილება;

სტუდენტური თვითმმართველობა.

    დაწესებულების სტრუქტურას ამტკიცებს დირექტორი. დაწესებულებას მართავს დირექტორი და უფლებამოსილებები გადანაწილებულია სხვადასხვა ქვედანაყოფებზე.

 

პარტნიორთა კრება და მისი უფლებამოსილებანი:

 

ა)  პარტნიოთა კრება ნიშნავს და ათავისუფლებს სასწავლებლის დირექტორს;

ბ) პარტნიოთა კრების უფლებამოსილებები რეგულირდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და სასწავლებლის წესდების საფუძველზე;

 

    დირექტორი:

1. დირექტორი არის სასწავლებლის მმართველი ფინანსურ, მატერიალურ, ადმინისტრაციულ და  ადამიანური რესურსების სფეროში;

2. დირექტორს ამტკიცებს პარტნიორთა კრება;

3. დირექტორი ამტკიცებს  საშტატო განრიგს, პერსონალის შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს;

4. ყოველწლიურად ამზადებს  ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს  პარტნიორთა კრებას;

5. დირექტორი პედაგოგიურ  საბჭოს რეკომენდაციებისათვის წარუდგენს  სასწავლო დაწესებულების სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებულ საკითხებს;

6. დირექტორი პასუხისმგებელია სასწავლებლის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე, ზრუნავს  ფინანსური მდგრადობის შენარჩუნებისათვის;

7. დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია პარტნიორთა კრების მოტივირებული გადაწყვეტილება.

8. დირექტორი წარმოადგენს სასწავლებელს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;

9. დირექტორი უფლებამოსილია, სასწავლებლის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები საგანმანათლებლო საკითხებზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ;

10. დირექტორი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, წესდების, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებებისა და ამ დებულების მიხედვით;

11. დირექტორი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ადმინსიტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

12. დირექტორი, პედაგოგიურ საბჭოსთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან  ერთად განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, შეიმუშავებს სასწავლებლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;

13. დირექტორი უზურნველყოფს სტრატეგიული გეგმის ეფექტიან განხორციელებას;

14. დირექტორი ამტკიცებს პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

15. დირექტორი ახორციელებს და მონიტორინგს უწევს  პედაგოგიური  საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას;

16.  დირექტორი განსაზღვრავს   პერსონალის  დაწესებულებაში მიღების წესებს და მათ ხელფასებს;

17.  დირექტორი „შრომის კანონმდებლობის“ შესაბამისად დებს ხელშეკრულებებს პერსონალთან და პროფესიულ მასწავლებლებთან;

18.  ამ დებულებისა და  შინაგანაწესის საფუძველზე დებს ხელშეკრულებებს პროფესიულ სტუდენტებთან. ამტკიცებს სტუდენტის სტაუტუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის წესს და მასთან დაკავშირებულ პროცედურებს;

19. დირექტორი შრომის კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად ათავისუფლებს ადმინისტრაციულ  პერსონალს და მოწვეულ მასწავლებლებს;

        20. დირექტორი კონტროლს უწევს დებულების შესრულებას.

 

პედაგოგიური საბჭო

1. სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო არის სასწავლებლის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც დაკომპლექტებულია ძირითადად  ადმინისტრაციული პერსონალით და საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებით, მასში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროფესიული წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები;

2. პედაგოგიური საბჭოს წევრები არიან ყველა ადმინისტრაციული და  სასწავლო ქვედანაყოფის ხელმძღვანელები.

3. პედაგოგიური  საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 11 წევრით.

4.  საბჭოს უფლებამოსილების ვადა შეადგენს 3 წელს;

5.  საბჭო შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლებლის დებულებაში სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

6.  საბჭოს სხდომებს იწვევს და სხდომებს უძღვება დირექტორი,  საბჭოს თავმჯდომარე.

7. პედაგოგიური საბჭო განიხილავს სასწავლებლის დებულებასა და სტრატეგიული განვითარების გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს დირექტორს. ამტკიცებს   შინაგანაწესს, ძირითადად დებულებებსა და შეაქვს სათანადო ცვლილებები;

8. ისმენს დირექტორის, ხარისხის მართვის სამსახურის, ასევე პროგრამის ხელმძღვანელების ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ და აფასებს მათ საქმიანობას, იხილავს მასწავლებელთა ატესტაციისედეგებს იღებს სათანადო წამახალისებელ ან დასჯის ღონისძიებებს;

9. აჩერებს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულების მიერ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუ ისინი ეწინააღმდეგებიან დამფუძნებელთა წესდებას, სასწავლებლის დებულებასა და მოქმედ  კანონმდებლობას.

10. სასწავლებლის დებულებაში ცვლილებები მიიღება საბჭოს გადაწყვეტილებით ხმების უმრავლესობით.

11. განიხილავს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს  საგანმანათლებლო  პროგრამებს;

12. აწარმოებს ახალგაზრდა სპეციალისტების და კადრების მომზადების ორგანიზაციულ და სხვა საკითხებს, საერთაშორისო კავშირებსა და სასწავლებლის საქმიანობის მნიშვნელოვან საკითხებს;

13. სასწავლო ნაწილის და კადრების განყოფილების წარდგინებით ამტკიცებს კადრების მომზადების, გადამზადების საკითხებს, სასწავლო პროგრამებს, სასწავლო გეგმებს;

14. დაინტერესებულ პირებს და  სტრუქტურულ ერთეულებს შეუძლია გაასაჩივრონ საბჭოს გადაწყვეტილება, გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის ვადაში. საჩივრის განხილვა ხდება საბჭოს უახლოეს სხდომაზე;

 15. პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულო სასწავლებლის ყველა სტრუქტურული დანაყოფისა, პირადი შემადგენლობისა და სტუდენტებისთვის.   

  

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიზანია  სასწავლო მუშაობის, აგრეთვე, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასება და გაუმჯობესება;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სასწავლებლის ინტეგრაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში, თანამშრომლობს საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული  საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას;

სასწავლებლის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს და ანთავისუფლებს დირექტორი.

ახდენს პედაგოგიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის მონიტორინგის, შეფასების და მეთოდურ–ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

 მონიტორინგს  სასწავლო პროცესის  მიმდინარეობასა და შედეგებზე ახორციელებს  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

 სამსახურის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება სასწავლებლის სასწავლო პროცესის, სწავლების ხარისხის,   პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, კვლევითი საქმიანობის, სტუდენტთა კარიერული დაგეგმვის, კურსდამთავრებულთა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში მათი დასაქმების მაჩვენებელთა სტატისტიკის წარმოება. სასწავლო პროცესის ერთიანობის კოორდინაცია და სისტემატური შეფასება.

ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებებს. პასუხისმგებელია პროგრამების შემუავებას და ხარისხის კონტროლის შემუშავების მექანიზმების შექმნაზე.

მუშაობს პროფესიული განათლების საქმიანობის ინტეგრაციული სივრცისთვის ხელის შეწყობაზე.

მისი მუშაობის სფეროა სასწავლო პროცესის თეორიული, მეთოდური და პრაქტიკული პრობლემების  დამუშავება და  გადაწყვეტის პროცესის შეფასება.

 

სასწავლო განყოფილება;

                  განყოფილება სასწავლებლის ძირითადი სასწავლო სტრუქტურული ერთეულია. ის   მოქმედებ ამ დებულებისა და წესდების და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების საფუძველზე;

                  განყოფილება ერთი ან რამოდენიმე სასწავლო პროგრამაში, სპეციალისტების ან დამხმარე პერსონალის, მასწავლებელების გაერთიანებაა. პასუხისმგებელია დირექტორისა და პედ საბჭოს წინაშე;

           განყოფილების გამგე:

 1.  სასწავლო- პედაგოგიური საქმიანობის ხელმძღვანელია;

2. განყოფილების გამგეს ნიშნავს დირექტორი;

3. განყოფილების გამგე უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის მუშაობის ეფექტურად მიმდინარეობას;

      4. კოორდინაციას უწევს სასწავლო–მეთოდურ მუშაობას, უშუალოდ პასუხისმგებელია საგანმანათლებლო პროგრამების სრულად განხორციელებაზე;

        5. ზრუნავს სტუდენტთა და პედაგოგთა  პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე;

        6. აკონტროლებს  პროფესიულ მასწავლებელთა საქმიანობას;

       7. ხელს უწყობს სწავლისა და სწავლების პროცესის ერთიან პროცესად ჩამოყალიბებას და განვითარებას, ქმნის საჭირო პირობებს პროფესიულ–მასწავლებელთა და სტუდენტთა პროფესიული განვითარებისათვის;

       8. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ხელმძღვანელობს პროფესიული კადრების შერჩევისა და მოზიდვის პროცესს, ამისთვის შეიმუშავებს და განახორციელებს მიზ­ნობრივ ღონისძიებებს;

       9.  უშუალოდ პასუხისმგებელია სასწავლო პროცესის მიმ­დინარეობასა და დისციპლინის, შინაგანაწესისა და ეთიკის ნორმების დაცვაზე;

       10.  ღძრავს შუამდგომლობას დირექტორის წინაშე ახალი სტრუქტურული რგოლების შექმნის, საშტატო ერთეულების დამატება–გაუქმები  შესახებ;

        11.  დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში აყენებს საკითხს პედსაბჭოსა და დირექტორის წინაშე;

                    განყოფილების გამგეს თავის საქმიანობაში დახმარებას უწევს სამდივნო, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების მდივანი.

 განყოფილების მდივნის ფუნქციებია:

ა) პროფესიულ მასწავლებლებელთა და სტუდენტთა განცხადებების, პრეტენზიების მიღება და განსახილველად დამუშავება;

ბ) უწყიების რეგისტრაციის  წარმოება;

დ)  განყოფილების საქმეების კოორდინირება, ორგანიზება, სხდომების ოქმების შედგენა და შენახვა, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე კონტროლი, დავალებების ადრესატისათვის დროულად მიწოდება;

ე) სტუდენტთა პირადი მონაცემების ცალკე საქმეებად შენახვა;

ვ) საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული ბლანკების – უწყისების წარმოება და შენახვა;

ზ) საარქივოდ დოკუმენტაციის მომზადება.

 

სტუდენტური თვითმმართველობა

1. სასწავლებელში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება  სტუდენტური თვითმმართველობები.

2. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად:

ა) უზრუნველყოფს პროფესიულ სტუდენტთა მონაწილეობას სასწავლებლის მართვაში;

ბ) ხელს უწყობს პროფესიულ სტუდენტთა უფლებების დაცვას;

გ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები სასწავლებლის მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის მართვის ორგანოს;

დ) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სასწავლებლის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრინციპების დაცვით. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების წესი მტკიცდება სასწავლებლის დირექტორის ბრძანებით.

4. სასწავლებლის ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

 

მუხლი მეორე:   დაწესებულების მართვის პრინციპები

 

        დაწესებულება უზრუნველყოფს:

ა) დირექტორის ბრძანებების, გადაწყვეტილებების საჯაროობას და ხელმისაწვდომობას;

ბ)პროფესიულ მასწავლებელთა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში;

გ) პროფესიულ სტუდენტთა მიმართ თანასწორ დამოკიდებულება განურჩევლად წარმოშბისა, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისა;

დ) კონკურსების, არჩევნების და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე.

 

                                                         IV   დაწესებულების პერსონალი

მუხლი პირველი

ადმინისტრაციული პერსონალი და პროფესიული მასწავლებლები:

ა) დაწესებულების ადმინისტრაციას  შეადგენს : დირექტორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, სასწავლო განყოფილება, ბიბლიოთეკა, მატერიალურ-ტექნიკური სამსახური, კადრები და კანცელარია და ბუღალტერია;

ბ) პროფესიული მასწავლებლები შეიძლება იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები, რომლებიც საქმდებიან  კანონმდებლობისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.   

                  

                                      V    პროფესიულ სტუდენტთა უფლება-მოვალეობები

 

მუხლი პირველი

პროფესიულ სტუდენტად ითვლება ის პირი, რომელმაც კანონმდებლობის და დაწესებულების მიერ შემუშავებული წესის თანახმად მოიპოვა სტუდენტის სტატუსი.

 

მუხლი მეორე

პროფესიული სტუდენტის უფლებები

 

სტუდენტს უფლება აქვს:

ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;

ბ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლებლის მართვის პროცესში;

გ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;

დ) სამართლიანობისა და თანასწორობის პრინციპებით აირჩიოს და არჩეულ იქნას სტუდენტთა თვითმართველობაში;

ე) ისარგებლოს  სასწავლებლის მიერ სასწავლო გადასახადში დაწესებული შეღავათებითა და სხვა წახალისებული აქტივობებით.

    ასევე ისარგებლოს სხვა მისთვის მინიჭებული  უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით.

 

მუხლი მესამე

                                                 სტუდენტთა ვალებულებები

 

ა)    სტუდენტები ვალდებულნი არიან დაიცვან სასწავლებლის პრესტიჟი, აგრეთვე დებულებითა და შინაგანაწესით დადგენილი  წესები;

ბ)   სტუდენტები ვალდებულნი არიან  გაიარონ  მათ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კურსი;

გ) დროულად გადაიხადოს სწავლების საფასური, სასწავლებლის მიერ დადგენილი წსისა და სტუდენტთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

 

        სასწავლებელი ვალდებულია შექმნას კომფორტული სასწავლო გარემო, სადაც სტუდენტს შესაძლებლობა ექნება თავისუფალად  და მაქსიმალურად მოახდინოს თვითრეალიზება.

 

VI    სასწავლებლის საქმიანობის შეწყვეტა  (რეორგანიზაცია)

 

საქმიანობა წყდება (ან რეორგანიზაცია)  პარტნიოთა კრების გადაწყვეტილებით, თუ მას ხმა მისცა კრების ყველა წევრმა. სასწავლებლის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.