This is an example of a HTML caption with a link.

ბიბლიოთეკის დებულება

მუხლი 1.   ზოგადი დებულებანი

 

1. შპს “ქუთაისის სამედიცნო სასწავლებლის“ ბიბლიოთეკა წარმოადგენს სასწავლებლის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ინფორმაციულ საქმიანობას და აკმაყოფილებს პროფესიულ სტუდენტთა და თანამშრომელთა ინფორმაციულ მოთხოვნებს, აქტიურად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის სათანადო დონეზე წარმართვას და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას.

2. ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, დაწესებულების შიდა ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით.

3. ბიბლიოთეკა ანგარიშვალდებულია დირექტორის წინაშე, ასრულებს დირექტორისა და მისი მოადგილის (სასწავლო-აღმზრდელობით დარგში) მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს.

4. ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კავშირში.

5.  ბიბლიოთეკა მოწოდებულია თავისი ფონდით:

მოახდინოს მკითხველთა დაკმაყოფილება მათთვის საჭირო სახელმძღვანელოებით, ინფორმაციით;

შექმნას ხელსაყრელი პირობები სტუდენტის, პედაგოგის პროფესიული განვითარებისათვის;

6. ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომია და შეუზღუდავია სასწავლებლის ყველა პროფესიული სტუდენტისა და თანამშრომლისათვის.

 

მუხლი 2.   სასწავლებლის საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანები.

 

1. სასწავლებლის საბიბლიოთეკო მომსახურების ძირითადი ამოცანებია:

ა.  სასწავლებლის სტუდენტთა პროფესიულ მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის დაკმაყოფილება მათთვის საჭირო სასწავლო-საგანმანათლებლო და საინფორმაციო  საბიბლიოთეკო მასალით, ხელსაყრელი პირობების შექმნა პიროვნების შემოქმედებითი განვითარებისათვის.

ბ. საბიბლიოთეკო ფონდების რაციონალური ფორმირება და ორგანიზება, მათი დაცვა აღრიცხვა, დამუშავება, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენება.

გ. პროფესიულ სტუდენტთა და პროფესიულ მასწავლებლთა საბიბლიოთეკო მომსახურება საჭირო ლიტერატურით.

დ. შესაბამისი პროფილით ლიტერატურის შეძენა-შეგროვება, მათი აღრიცხვა, დამუშავება, დაცვა, საცნობარო-საძიებო საშუალებების შექმნა და მათი გამოყენების ორგანიზება საბიბლიოთეკო დარგში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

ე.  უახლესი სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურის პოპულარიზაცია ინტერნეტ- ბიბლიოთეკის ქსელის დანერგვა და მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ვ. ინოვაციური პროცესების მართვის ხელშეწყობა.

ზ.  წიგნადი ფონდის პერიოდული შემოწმება.

თ. საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის დაცვისთვის საჭირო პირობების შექმნა.

ი. სისტემატური ზრუნვა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსება-გამდიდრებაზე.

კ. ლიტერატურის ელექტრონული საძიებლის ვებ- გვერდზე განთავსება.

ლ. ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების დამუშავება და სრულყოფა.

 

მუხლი 3.  ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები.

 

1. სასწავლებლის ბიბლიოთეკის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპებია:

ა. პოლიტიკური და რელიგიური ნეიტრალიტეტი.

ბ. მკითხველთა თანასწორუფლებიანობა.

გ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და  შეუზღუდავობა.

დ. ოპერატიულობა.

 

მუხლი 4. სასწავლებლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და საქმიანობა.

 

1. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და საქმიაობას ახორციელებს ბიბლიოთეკარი.

ბიბლიოთეკარი ვალდებულია:

ა. თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ბ. სისტემატიურად დააკომპლექტოს ფონდები პროფილის შესაბამისი ლიტერატურით

და უზრუნველყოს მათი ასახვა ბიბლიოთეკის საცნობო-საძიებო საშუალებებში.

გ. უზრუნველყოს მკითხველთა მომსახურება.

დ. შეადგინოს და გააცნოს მკითხველს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები.

ბიბლიოთეკა უფლებამოსილია:

ა. დაწესებულების ხელმძღვანელის წინაშე წარადგინოს ბიბლიოთეკის მუშაობის გაუმ-

ჯობესების დასაბუტებული პროგრამა, ვალდებულია სისტემატიურად მიაწოდოს ინ-

ფორმაცია არსებული მდგომარეობის შესახებ.

 

მუხლი 5.  ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

 

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია სასწავლებლის ყველა პროფესიის სტუდენტს, პრო-

ფესიულ მასწავლებელს და ადმინისტრაციულ პერსონალს.

1. ბიბლიოთეკით  სარგებლობისათვის აუცილებელია რეგისტრაცია პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტით, სადაც მითითებული იქნება საცხოვრებელი ადგილი. სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს აგრეთვე სტუდენტის ბილეთი.

2. ბიბლიოთეკით ვერ ისარგებლებენ სტუდენტები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან ბიბლიოთეკის წევრებად და რომლებსაც, შესაბამისად არ ექნებათ სტუდბილეთი.

3. საცხოვრებელი ადგილის, გვარის, ან სასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში მკითხველმა უნდა აცნობოს ბიბლიოთეკას.

4. ბიბლიოთეკაში ჩაწერისას სტუდენტი, თანამშრომელი უნდა გაეცნოს ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს და მათი უთუო შესრულება დაადასტუროს მკითხველის ფორმულარზე ხელმოწერით.  ფორმულარი წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს მკითხველზე ბეჭდვითი წიგნის  გაცემას და დაბრუნებას.

5. ბიბლიოთეკით სარგებლობა პროფესიულ სტუდენტს, პროფესიულ მასწავლებელს ადმინისტრაციულ პერსონალს

შეუძლია მიიღოს ბიბლიოთეკაში დაცული ბეჭდვითი წიგნის ბიბლიოთეკის სარგებლობის წესების შესაბამისად.

ისარგებლოს ბიბლიოთეკის ფონდით ადგილზე- სამკითხველო დარბაზში.

ბინაზე გაიტანოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობაში სახელმძღვანელოები ერთი წლის ვადით. გააგრძელებინოს ბეჭდვითი ნაწამოებების სარგებლობის ვადა - (2-ჯერ), თუ ამ მასალაზე არ არის მკითხველის მოთხოვნა, სარგებლობის ვადის გაგრძელებისას მკითხველმა გამოცემა უნდა წარუდგინოს ბიბლიოთეკარს. ხელახლა გაცემა იწარმოებს დავალიანების გასწორების შემდეგ.

ბიბლიოთეკაში სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით- კატალოგებით, კომპიუტერის მეშვეობით, ქსეროქსით.

წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკას აქვს მხოლოდ თითო ეგზემპლიარი, გამონაკლისის გარეშე ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა. ასეთი წიგნებით პროფესიულ  სტუდენტს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ქსეროასლით ან  სამკითხველო დარბაზით.

სტუდენტს შეუძლია ბიბლიოთეკიდან გაიტანოს წიგნები, რომლების ბიბლიოთეკაში მოიპოვება რამდენიმე ეგზემპლიარის სახით.

 

მუხლი 6.  მკითხველი ვალდებულია:

 

·   ფაქიზად მოეპყრას ბიბლიოთეკიდან მიღებულ ბეჭდვით ნაწარმოებებს და სხვა მასალებს.

·   არ გააკეთოს ჩანაწერები, ხაზგასმები, არ ამოგლიჯოს და გადაკეცოს ფურცლები.

·   დააბრუნოს ბეჭდვითი ნაწარმოები დადგენილ ვადებში.

·   არ ამოიღოს და არ დააზიანოს საკატალოგო ბარათები კატალოგიდან.

·   გულდასმით დაათავლიეროს მიღებული ბეჭდვითი ნაწარმოებები და რაიმე დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში იქვე აცნობოს ბიბლიოთეკარს.

            ბეჭდვითი ნაწარმოების მიღება დაადასტუროს მკითხველის ფორმულარზე ხელისმოწერით. წიგნის დაბრუნებისას ბიბლიოთეკარი  მკითხველის თანდასწრებით აუქმებს მის ხელმოწერას ხელისმოწერით.

·   ბეჭდვითი ნაწარმოებებისა და სხვა მასალების დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურება მოახდინოს იმავე წიგნით ან მსგავსი თემატიკისა და მოცულობის წიგნით.

·   დაზიანების შემთხვევაში აღადგინოს და დაუბრუნოს პირვანდელი სახე, თუ კი ეს შესაძლებელია ან აანაზღაუროს, როგორც დაკარგული.

·   მკითხველი ვალდებულია იყოს ტაქტიანი ბიბლიოთეკარის მიმართ, გაითვალისწინოს ბიბლიოთეკარის შენიშვნა, დაიცვას სიჩუმე და სისუფთავე ბიბლიოთეკაში.

 

მკითხველს ეკრძალება

 

თამბაქოს მოწევა, ხმაური, საუბარი, წიგნის ან სხვა მასალების ქურდობა.

 

 მუხლი 7.  სასწავლებლის ბიბლიოთეკის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები

               ა. წიგნსაცავის განყოფილება.

                       ბ. სამკითველო დარბაზი

ბიბლიოთეკაში სტუდენტთა და პროფესიულ მასწავლებელთა, ადმინისტრაციულ თანამშრომელთა მომსახურება უფასოა. ბიბლიოთეკა მუშაობს 10 - 18 სთ -მდე.

ბიბლიოთეკა მდებარეობს  შპს “ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის“ ძირითად შენობაში, მისამართზე კიევის ქ. №10

 

მუხლი 8. 

     ბიბლიოთეკის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება დირექტორის ბრძანებით პედაგოგიურ საბჭოზე განხილვის საფუძველზე.