This is an example of a HTML caption with a link.

აპლიკანტები

სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის,მობილობის ასევე სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესები.

I . სტუდენტის სტატუსის მოპოვება და პირადი საქმის დაკომპლექტება

სტუდენტის სტატუსი შეიძლება მოიპოვოს პირმა, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის გარეშე; კონკურსის შემთხვევაში სასწავლებელი განსაზღვრავს საშუალო სკოლის ცალკეულ საგანში მიღებული შეფასების უპირატესობას. ცალკეულ პროგრამაზე დაშვებისას შესაძლებელია, უპირატესობა მიენიჭოს პრაქტიკულ კომპონენტს ან გამოცდილებას.

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი ადგენს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების პირობებს, აგრეთვე პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხას.


მუხლი 2. სტატუსის მოპოვების პირობები
1. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება ცხადდება სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და ქვეყნდება საჯაროდ ( ვებგვერდის მეშვეობით).
2. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება დოკუმენტების განხილვისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის მიხედვით მასზე დაშვების წინაპირობებთან პირის შესაბამისობის განსაზღვრის საფუძველზე, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
3. სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე სასწავლებელი პროფორიენტაციის მიზნით ატარებს საუბარს საგანმანათლებლო პროგრამის სწორად შერჩევის თაობაზე. საუბარი ეხება ზოგად და კონკრეტულ დარგობრივ კომპეტენციებს და მომავალი სტუდენტის შესაძლებლობების შესაბამისობას საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაძლევასთან.
5. დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს პირის სტუდენტის სტატუსის მოპოვების შესახებ.
6. პროფესიული სტუდენტების შესახებ მონაცემები სასწავლებელს ამ მუხლის მეექვსე პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან 7 დღის ვადაში შეაქვს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საერთო კომპიუტერულ ბაზაში.
7. სტუდენტის სტატუსის მოპოვების პროცედურა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.
პროფესიული პროგრამების სწავლების საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეთათვის სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველია ეს წესი.

სტუდენტის სტატუსის მოპოვების აუცილებელი პირობაა, სტუდენტმა ადმინისტრაციაში წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადი (არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში - წარმომადგენლის) განცხადება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა სრული ზოგადი განათლების დოკუმენტის გარეშე;
დ) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში - პროფესიული დიპლომი ან მასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი, არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების სერტიფიკატი ან დიპლომი. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე კომპლექტდება სტუდენტის პირადი საქმე, რომელიც გარდა ზემოთ აღნიშნულისა უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
--სასწავლებელსა და სტუდენტს შორის გაფორმებული სასწავლო ხელშეკრულებას;
--ჩარიცხვის ბრძანების ამონაწერს;

II. სტუდენტის სტატუსის შეჩერება

2.1. სტუდენტის სტატუსის შეჩერება ნიშნავს სასწავლებელსა და სტუდენტს შორის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან დროებით გათავისუფლებას, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
სტუდენტის სტატუსი ჩერდება 1 წლით.
2.2. სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:
ა) სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, მძიმე და/ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - ამ აქტის გაუქმებამდე ან გამამტყუნებელი განაჩენის დადგენამდე;
ბ) აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს შეიძლება მიეცეს:
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო
მძიმე ავადმყოფობის გამო
ოჯახის ავადმყოფ წევრებზე მეურვეობის გამო
ორსულობის და ახალშობილის მოვლის გამო
უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების გამო
სხვა საპატიო მიზეზით – სტუდენტის განცხადების საფუძველზე
გ) ფინანსური დავალიანება.
სასწავლებლის სტუდენტის შეჩერებული სტატუსის აღდგენა დასაშვებია სასწავლებელში მიღებული სამართლებრივი აქტებით;

III. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა

3.1სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება შესაბამის საფეხურზე;
ბ) პირადი განცხადება;
გ) სწავლის დაწყებიდან 30 კალენდარული დღით უწყვეტლივ სასწავლებელში გამოუცხადებლობა;
დ)სასწავლებლის დებულებისა და შინაგანაწესის მოთხოვნების სისტემატური ან ერთჯერადი უხეში დარღვევა;
ე) შეფასების მიღების მცდელობა ძალადობრივი გზით;
ვ) დანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი;
ზ) გარდაცვალება.

IV. სტუდენტის სტატუსის აღდგენა

4.1სტუდენტის სტატუსის აღდგენა დასაშვებია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა) პირადი განცხადებით;
4.2 სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სწავლის გაგრძელების დასაშვები ეტაპი განისაზღვრება იმ ეტაპიდან სადაც შეჩერდა მისი სტატუსი.

V. სტუდენტთა მობილობა

5.1მობილობის უფლება აქვს სტუდენტს, თუ:
ა) კანონმდებლობის დაწესებული წესების თანახმად მოპოვებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსი;
ბ)პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშიგავლილი აქვს საგანმანათლებლო პროგრამაან პროგრამის ნაწილითავსებადია სასწავლებლისსაგანმანათლებლო პროგრამებთან.
VI. მობილობის უფლების შეზღუდვა

6.1შიდამობილობა შესაძლებელია განხორციელდეს პროფესიული განათლების ერთი საფეხურის ფარგლებში, სწავლის დაწყებიდან ერთი თვის განმავლობაში.

VII. სტუდენტის მობილობასთან დაკავშირებული აქტის გამოცემა

8.1 ამ დებულებით დადგენილი პირობებისა და მობილობის მსურველი სტუდენტის
თანხმობის საფუძველზე სასწავლებელი შეიმუშავებს ბრძანების პროექტს მობილობის წესით სტუდენტის
ჩარიცხვის შესახებ.
VIII. აღდგენის პროცედურა

8.1 აღდგენის წესით სასწავლებელში ჩარიცხვის უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებსაც განათლების შესაბამის
საფეხურზე შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი;
8.2 იმ შემთხვევაში, თუ სასწავლებელში აღარ არსებობს ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც განმცხადებელი ირიცხებოდა, მისი აღდგენა ათვისებული პროგრამის აღიარებით შესაძლებელია განხორციელდეს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე;
8.3 სასწავლებელში სტუდენტის აღდგენის წესით ჩარიცხვა ხორციელდება სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე;

IX. სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესი;

9. სტუდენტი, საგანმანათლებლო საფეხურის ფარგლებში, პროფესიული პროგრამის ათვისების, შუალედური, დასკვნითი გამოცდების, სასწავლო და საწარმოო პრაქტიკების წარმატებით ჩაბარების და დაწესებული ფინანსური ვალდებულებების შესრულების შემთხვევაში მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დოკუმენტს-დიპლომს, რაც საშუალებას აძლევს დასაქმდეს შესაბამისი კვალიფიკაციით.