This is an example of a HTML caption with a link.

პრაქტიკოსი ექთნის მე-5 საფეხურის პროფესიული

საგანმანათლებლო პროგრამა

  

პროფესიული სტანდარტის შესაბამისად პრაქტიკოსი ექთნის პროგრამის

მოცულობაა 150 კრედიტი -3750 სთ

თეორია- 90 კრედიტი- 2250 სთ    60 %

საწარმოო პრაქტიკა - 60 კრედიტი- 1500 სთ     40 %

                                                               პროგრამის ხანგრძლივობაა  3 წელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი).

საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია: მაღალკვალიფიკაციური კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება შიგა და გარე ბაზრისთვის.

თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პრაქტიკული ცოდნის, უნარების და ღირებულებების გამომუშავებით კურსდამთავრებულთა ჩამოყალიბება, როგორც კვალიფიციურ სპეციალისტად, ასევე ჯანდაცვის პირველადი რგოლის ორგანიზატორად. პროგრამა  უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა ცოდნისა და უნარების რეალიზებას, რაც მათი დასაქმების გარანტია.

პროგრამის დასრულების შემდეგ მიღებული ცოდნის საფუძველზე კურსდამთავრებული პრაქტიკოსი ექთნის კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ბაზისური თეორიული ცოდნითა და კლინიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებით შეასრულებს პროფესიულ ფუნქციას. საექთნო  საქმის ძირითადი ღირებულებების გაცნობიერებით დაიცავს ეთიკურ, სამართლებრივ, სოციალურ, სულიერ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებს. დაიცავს უსაფრთხოების წესებს, ინფექციის კონტროლის პრინციპებს. გაცნობიერებული ექნება პრაქტიკოსი ექთნის როლი ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და უზრუნველყოფაში, როგორც ინდივიდუალურად, ასევე მულტიდისციპლინურ პროფესიულ გუნდში საქმიანობისას.

            ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით შეძლებს: პაციენტის სიცოცხლესთან დაკავშირებული რისკების დროულ შეფასებას და პირველად გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას. მასზე დელეგირებული სამკრნალწამლო და სამედიცინო ტექნიკური  და ტექნოლოგიურ საშუალებათა დანიშნულებისამებრ  გამოყენებას უსაფრთხოების წესების დაცვით.

პაციენტის უფლების დაცვას, მისი ოჯახის წევრების ან მომვლელის ინფორმირებას. სამედიცინო გუნდთან ეფექტურ და კოორდინირებულ მუშაობას და დაქვემდებარებული ადამიანური რესურსის ეფექტურ მართვას. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, შენახვას, გადაცემას და გავრცელებას. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების და იმუნიზაციის წარმოებას.

პაციენტის ფიზიკური და ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისას სამედიცინო გუნდთან შეთანხმებულ მოქმედებას.

            შეძლებს მშობლიურ და უცხო ენებზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დამყარებას სამედიცინო პერსონალთან, ჯანდაცვისა და სოციალურ მუშაკებთან, პაციენტებთან და სხვა ინდივიდებთან. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების ფლობის საფუძველზე მოიპოვებს მშობლიურ და უცხო ენებზე წარმოებულ ინფორმაციას. პროფესიული სრულყოფისათვის ასევე შძლებს შესაბამისი წყაროების მოძიებას.

            საექთნო საქმის მარეგულირებელი საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის დაცვით დაიცავს ეთიკურ ნორმებს და მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება საკუთარ პროფესიულ საქმიანობას.

პრაქტიკოსი ექთნის დასაქმების სფეროა სხვადსხვა დონის დიაგნოსტიკური,სამკურნალო, პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო დაწესებულებები, ჰოსპისები, არასამთავრობოორგანიზაციები და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრული სფეროები.